ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის გამოცდა უკვე მოხდა პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა. „როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ […]
კატეგორია: მსოფლიო
ირლანდიელებმა ინდიელების ნაჩუქარ 170 დოლარს 200 წლის მერე 3 მილიონით უპასუხეს
ლელა ბეგაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “კარგი ამბებიც ხდება მსოფლიოში. 1847 წელს ჩოკტოს ტომის ინდიელებმა შეიტყვეს ირლანდიაში საშინელი შიმშილობის შესახებ და გაჭირვებულთათვის 170 დოლარი შეაგროვეს- წარმოუდგენლად დიდი თანხა იმ დროისათვის . ახლა , თითქმის 200 წლის შემდეგ, ინდიელები კორონავირუსით იტანჯებიან და მათი რეგიონი ყველაზე დაზარალებულ რეგიონად იქცა შეერთებულ შტატებში. ყველასთვის მოულოდნელად, ირლანდიელებმა გადაწყვიტეს ,, ვალის დაბრუნება “ […]
ტრამპი – “აშშ კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ მალე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა დღეს რესტორნების ბიზენსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. „მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა და კიდევ გაკეთდება, როგორც თერაპიის, ისე ვაქცინის კუთხით. მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია „მოდერნას“ მიერ ჩატარებული კვლევების დროს, ერთ-ერთმა ვაქცინამ ადრეულ […]
საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ 70 მოსწავლე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა
საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19 70 მოსწავლეს დაუდგინდა. ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დღეიდან რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა. ფაქტი დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ „მთავრობა მკაცრად რეაგირებს“. მისივე თქმით, „სკოლაში არწასვლა უფრო ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს“. ცნობისთვის, 11 მაისს საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელახლა გაიხსნა. […]
ესპანეთში შესვლას უცხოელები კიდევ 5 კვირა ვერ შეძლებენ
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ კვირები არის იქამდე, სანამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებს დაუშვებენ. „უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მივცემთ მანამ, ვიდრე ჩვენს მოსახლეობასაც არ შეუძლია სახლის ჩვეულებრივად დატოვება“,- აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, შეზღუდვა სულ მცირე კიდევ ხუთი კვირა გაგრძელდება. იპნ
რომის პაპმა მარტის შემდეგ ვატიკანში პირველი მესა აღავლინა
რომის პაპმა, ფრანცისკემ მარტის შემდეგ ვატიკანში, წმინდა პერტეს ბაზილიკის სამლოცველოში მესა ჩაატარა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძარი 70 დღის მანძილზე დახურული იყო. მესას 30 ადამიანი ესწრებოდა. ცნობისთვის, დღეიდან მსახურება იტალიის ტაძრებში აღდგა. მრევლს მოეთხოვება ატარონ სახის დამცავი ნიღბები და შეინარჩუნონ დისტანცია. იპნ
კუომო – “ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა”
ნიუ-იორკის შტატში გასული დღე-ღამის მანძილზე 139 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა იკლებს. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო შტატში ეს რიცხვები, კარგი ამბავია. “სხვა დროს და ადგილას, მე რომ ეს სიახლე გადმომეცა, ძალიან შოკისმომგვრელი იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ გარემოებაში კი არ არის შოკისმომგვრელი. იმასთან შედარებით, სადაც […]
ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს. ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. „ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას. თავის […]
ჩინეთის ელჩი ისრაელში გარდაცვლილი იპოვეს
ჩინეთის ელჩი დუ ვეი ისრაელში, თელ-ავივში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ისრაელის პოლიციის პრესსპიკერი ადასტურებს. თუმცა, პოლიციას ელჩის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზზე არ უსაუბრია. დუ ვეი 57 წლის იყო. ის ისრაელში მისიის შესრულებას მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუდგა. ამჟამად, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ისრაელის ტელევიზია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ, წინასწარი ნიშნებით, ელჩის გარდაცვალება ძილში, ბუნებრივად მოხდა. იპნ
სანჩესი – “ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით უნდა გავაგრძელოთ”
ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. „ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ – აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის […]










