კუომო – “ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა”

კუომო - "ეს კარგი ამბავია, ნიუ იორკის გახსნა ყველაზე მეტად მე მინდა"ნიუ-იორკის შტატში გასული დღე-ღამის მანძილზე 139 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა იკლებს.

გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო შტატში ეს რიცხვები, კარგი ამბავია.

“სხვა დროს და ადგილას, მე რომ ეს სიახლე გადმომეცა, ძალიან შოკისმომგვრელი იქნებოდა ადამიანებისთვის. ამ გარემოებაში კი არ არის შოკისმომგვრელი. იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით, ეს კარგი ამბავია. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ არასდროს დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით. ყველას სურს გახსნა. გახსნა ისე არავის უნდა, როგორც მე” , – აღნიშნა კუომომ.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან შაბათის, 15 მაისის მონაცემებით, შტატში სულ მცირე 157 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 88 ათასს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შტატებში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 88.836 ადამიანი. ამავე ინფორმაციით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1.471.674-ს შეადგენს.

იპნ