სანჩესი – “ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით უნდა გავაგრძელოთ”

სანჩესი - "ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით უნდა გავაგრძელოთ"ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ – აღნიშნა სანჩესმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის ანტიკრიზისული მოქმედებები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.

ცნობისათვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით 27 563 ადამიანია გარდაცვლილი, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი 276.505-ს აღწევს. განკურნებულია 192.253 ადამიანი. ეს ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობის 69,5%-ია.

გარდაცვლილია ინფიცირებულთა 9,9%.

იპნ