პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოლო ცნობებით, 2 მგზავრი ცოცხალი გადარჩა. ისინი არიან ზაფარ მასუდი და მოხდ ზუბაირი. ორივენი სტაბილურ მდგომარეობაშო არიან. ზაფარ მასუდი პენჯაბის ბანკის პრეზიდენტია.
კატეგორია: მსოფლიო
კონტე – “ზეიმის დრო ჯერ არ არის” – იტალიაში სოციალურ დისტანციას არ იცავენ
ლოკდაუნის შერბილების შემდეგ იტალიელები თანდათან იბრუნებენ ქცევის ჩვეულ ნორმებს. ქვეყანაში გაიხსნა ბარები, კაფეები და რესტორნები. ქალაქების ქუჩები ხალხით გაივსო. არის ხალხი, ვინც არც სოციალურ დისტანციას იცავს და არც ნიღბებს ატარებს. ისინი უმცირესობას შეადგენენ, მაგრამ მათმა ასეთმა ქცევამ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. “ზეიმის დრო ჯერ არ არის” – ასე გააფრთხილა მოსახლეობა ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ. […]
ტრამპი გუბერნატორებს – “ახლავე გახსენით ყველა სალოცავი!”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნას. “დღეს ღვთისმსახურების სახლებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს, ვაცხადებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები. ეს არ არის სწორი”, – აღნიშნა ტრამპმა. მან გუბერნატორებს […]
ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს
22 მაისს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 56 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ციფრში შედის წინა 2 დღეში კატალონიაში გარდაცვლილთა რაოდენობაც, რაც ამ დღეების სტატისტკაში ვერ მოხვდა ტექნიკური პრობლემების გამო. გასულ 24 საათში ინფიცირების 446 ახალი შემთხევეა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 28.628-ს მიაღწია. შენარჩუნდა ბოლო დღეების ტენდენცია, რაც 100-ზე ნაკლებ გარდაცვლილს […]
პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტი დაჯდომისას შენობებს შეეჯახა და დაიწვა – 107 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო
პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს ეკუთვნის. ხომალდი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ყარაჩის საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ყარაჩის მერის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ამ დროის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა, როცა აეროპორტის […]
პარიზში ექიმებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს
ტრამპი – “კოვიდ 19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ”
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს. „ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ“,-განაცხადა ტრამპმა კომპანია „ფორდის“ ქარხანაში სტუმრობის დროს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96.000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იპნ
რა საფრთხე მოაქვს მიკროჩიპებს, რომლებიც 4.000-მა შვედმა ჩაისვა
შვედეთში უკვე წლებია ადამიანები კანქვეშ ჩასმულ მიკროჩიპებს ატარებენ. მიკროჩიპების იმპლანტაციის პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და როგორც გამოცემა euroweeklynews.com წერს, ამ დროისთვის მას 4.000-ზე მეტი შვედი იყენებს, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაღალტექნოლოგიური ჩიპი ბრინჯის მარცვლის ზომისაა და ის ხელში იდგმება. euronews.com 2018 წლის სტატიაში წერდა, რომ მიკროჩიპებმა უნდა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება – მათ აღარ […]
კონტე – “იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით”
იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ახალ ფაზაში თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით სავსე უნდა შევიდეს. „ჩვენ ვერ გავჩერდებით და ვერ დაველოდებით ვაქცინის აღმოჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეუქცევადად კომპრომისულ საზოგადოებასა და წარმოებას“, – აღნიშნა კონტემ. მან ხაზი გაუსვა დახმარების პაკეტის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა. კონტემ […]
ამერიკელი ქალის ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა
18 მაისს ამერიკულმა ოჯახმა გზაზე 1 მილიონი დოლარი იპოვა. მანქანას, რომელშიც ოჯახი იჯდა, მართავდა ემილი შანცი, ვირჯინიის შტატის კეროლაინის ოლქის მცხოვრები. გზის პირას მათ დაინახეს დიდი უცნაური ჩანთა. ქალმა იფიქრა, რომე ეს ნაგვის ტომარა იყო და მანქანა გააჩერა, ტომრის გადასაგდებად. ჩანთაში ოჯახმა პლასტიკის პაკეტები იპოვა, რომლებზედაც ეწერა “სალაროს საცავი” და ფოსტის ლოგოტიპი ჰქონდა. ჩანთიდან რამდენიმე […]










