თურქეთის არმია სირიაში შეტევაზე გადავიდა

თურქეთის არმია სირიაში შეტევაზე გადავიდასირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 29 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

„რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 29 მდე გაიზარდა“,-აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერს ესაუბრა.

გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრები მიმდინარეობს პენტაგონთანაც.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს.

ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა.რამდენიმე საათის წინ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და სირიის აჯანყებულების ჯარებმა იდლიბის პროვინციის საკვანძო ქალაქზე, სარაქიბზე კონტროლი ხელახლა მოიპოვეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.

იპნ