იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ორშაბათიდან მარტის ბოლომდე დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათ შორის 700 ადამიანი საკრუიზო გემ, Diamond Princess-ის მგზავრები არიან. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა საბერძნეთში. ვირუსი 38 წლის ბერძენ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად კარანტინში იმყოფება. კიდევ ერთ პირს, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა
უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა. პარასკევს […]
სომხეთი ირანთან საზღვარს კეტავს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ირანთან საზღვარს ჩაკეტავს და საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს. ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს. შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი […]
თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიშიდაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.
უკრაინელი ბიზნესმენი ყოფილი მინისტრის აგარაკზე მოკლული იპოვეს
მკვლელობა უკრაინაში – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში, ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. გამოძიებამ საქმე სუიციდის მუხლით აღძრა, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. სტარიცკი მეუღლესთან ერთად ყოფილი მინისტრის აგარაკზე წვეულებაზე იმყოფებოდა. უკრაინის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა მოხდა ექს-ჩინოვნიკს ეკუთვნოდა. კოჟარი უკრაინის საგარეო უწყებას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილი სერგეი სტარიცკი კი მსხვილი სარეკლამო ჰოლდინგის “ატლანტიკ […]
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე მათგანი ქვეყნის ჩრდილოთ რეგიონში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ერთი დაახლოებით 70 წლის მამაკაცია, რომელიც პადუას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორე- ქალია, რომელიც ლომბარდიის რეგიონში დაიღუპა. ცნობისთვის, ეს კორონავირუსის ფატალური შემთხვევების პირველი მაჩვენებელია ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ჩრდილოეთ რეგიონებში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქში […]
იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვირუსის სავარაუდო წყარო არის 38 წლის იტალიელი მამაკაცი, რომელიც ჩინეთში არ ყოფილა. ის კორონავირუსით იტალიაში დაინფიცირდა; ვირუსი დაუდგინდა მის ორსულ ცოლს და კიდევ ერთ პირს, რომელმაც მასთან ფეხბურთი ითამაშა. ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო 2 შემთხვევა – ვენეტოში. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. ხელისუფლებამ […]
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ზორიანა სკალეტსკას თქმით, სოლიდარობის ნიშნად, ის ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად კარანტინს გაივლის. „გადავწყვიტე, რომ შევუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მე მომავალ 14 დღეს მათთან ერთად გავატარებ იმავე ტერიტორიაზე და იმავე პირობებში, როგორშიც ისინი იმყოფებიან“,-განაცხადა მინისტრმა. ზორიანა სკალეტსკას თქმით, მისი იქ ყოფნა დაამშვიდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ქალაქ ნოვი სანჟარიში ევაკუირებულების […]
გერმანიის ჩილიმ ბარებში 9 ადამიანი მოკლეს – 1 თავდამსხმელი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს
გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა იყო, რის შედეგადაც დაღუპულია 9 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე განხორციელდა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ჩილიმ ბარებს გაუხსნეს და გაიქცნენ. ქალაქში მობილიზებული იყვნენ პოლიცია და სპეცდანიშნულების ძალები, გადაიკეტა 2 ქუჩა. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ჩართული იყო ვერტმფრენები. შეტევიდან […]









