რუსეთმა თურქეთის ჯარი დაბომბა – მოკლულია 35 თურქი სამხედრო – ერდოღანმა პუტინთან კონტაქტი შეწყვიტა

რუსეთმა თურქეთის ჯარი დაბომბა - მოკლულია 35 თურქი სამხედრო - ერდოღანმა პუტინთან კონტაქტი შეწყვიტაამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა თურქულ სამხედრო კოლონაზე, რომელიც ჰატაის რეგიონიდან იდლიბისკენ მიემართებოდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ათეულობით თურქი სამხედრო. შექმნილი ვითარების ფონზე თურქეთმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

ერდოღანმა სასწრაფოდ ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს წუთებში დაიწყება არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად.

ტვიტერზე გაცხადებული ინფორმაციით, 35 თურქი სამხედროა გარდაცვლილი, თუმცა ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.

ნიუპოსტი