კატეგორია: მსოფლიო

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა – რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა - რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

სტამბოლში, „პეგასუს ეარლაინის“ თვითმფრინავის პილოტმა, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში დაშვებამდე გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა. პრაიმ ტაიმი

”დავცურავთ ოკეანის გარშემო“ – საკრუიზო გემს პორტებში არ უშვებენ

”დავცურავთ ოკეანის გარშემო“ - საკრუიზო გემს პორტებში არ უშვებენ

საკრუიზო გემს MS Westerdam უკვე მე-11 დღეა სხვადასხვა პორტები მიღებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. ტაილანდი, გუამის, ფილიპინების და იაპონიის შემდეგ ბოლო ქვეყანაა, რომელმაც საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლაზე უარი განუცხადა. კრუიზში დამსვენებლებს ეუბნებიან, რომ მათ გადახდილ ფულს უკან დაუბრუნებენ და შემდეგ მოგზაურობას 100%-ით დაუფინანსებენ, თუმცა გემზე მყოფები აცხადებენ, რომ მათ ხმელეთზე გადასვლა […]

მღვდელმა საკუთარი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო – 70 წლის სასულიერო პირის ცხედარი შვილებმა აღმოაჩინეს

მღვდელმა საკუთარი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო - 70 წლის სასულიერო პირის ცხედარი შვილებმა აღმოაჩინეს

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა საკუთარი სახლის სარდაფში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. თოკზე ჩამოკიდებული ცხედარი სახლის სარდაფში გარდაცვლილის შვილებმა აღმოაჩინეს. სასულიერო პირი წლების განმავლობაში სოფელ აგია ტრიადაში მოღვაწეობდა და აქტიურად იყო ჩართული სოფლის ტაძრის აღდგენის საქმეში. 70 წლის მღვდელმსახურს ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ცხედარი ჯერ […]

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია

საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა. გემზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქის სამხრეთით კარანტინშია გაჩერებული, მთლიანობაში ვირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კრუიზზე დაახლოებით 3.700 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2.670 მგზავრია. ცნობისთვის, კიდევ ერთ გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში იყვნენ საკარანტინოდ გაჩერებული, კრუიზის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც 3600-პირის ანალიზებმა კორონავურუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. […]

ბრაიანტის პილოტს შვეულმფრენის გადარჩენა შეეძლო – რა შეცდომა დაუშვა არა ზობაიანმა

კობი ბრაიანტის შვეულმფრენს სომეხი არა ზობაიანი მართავდა - 50 წლის პილოტმა შვეულმფრენი დასახლებულ პუნქტს გაარიდა

კობი ბრაიანტის სომეხ პილოტ არა ზობაიანს შვეულმფრენის გადარჩენა შეეძლო. ამის შესახებ სპეციალურმა კომისიამ განაცხადა. კობი ბრაიანტის შვეულმრენს პრობლემები ღრუბლებმა შეუქმნა, საიდანაც ზობაიანმა გამოსვლა ვერ შეძლო. ამის გასაკეთებლად 700 მეტრის სიმაღლეზე მან დაიწყო მკვეთრად ქვევით ჩასვლა, რის გამოც კლდეს შეეჯახა, რამაც შვეულმფრენის კატასტროფა გამოიწვია. სპეციალური კომისიის აზრით კი, არა ზობაიანაი პირიქით უნდა მოქცეულიყო – 30 მეტრით […]

პიტ ბუტიჯიგი ტრამპის კონკურენტი გახდება?

პიტ ბუტიჯიგი ტრამპის კონკურენტი გახდება?

აიოვაში დემოკრატიული პარტიის კოკუსი გაიმართა. ასე უწოდებენ პარტიის წევრთა სხდომას, რომლის დროსაც უნდა გამოიკვეთოს კანდიდატი, რომელიც ხსნებული პარტიიდან პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის. აიოვას კოკუსი ფრიად მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველ ადგილზე პიტ ბუტიჯიგი გავიდა, მეორეზე – ბარნი სანდერსი. მათ დემოკრატების ადრინდელ ფავორიტს ჯო ბაიდენს გადაასწრეს. ბუტიჯიგი (დაბ. 1982 წელს) აშშ-ს სამხედრო საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფოცერია (წოდება ლეიტენანტი). […]

სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი – დაშავდა

სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი - დაშავდა

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა. „ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ. შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა, რის გამოც ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და […]

ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა

ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესში სენატმა თეთრის სახლის ლიდერი ორივე მუხლით გაამართლა. როგორც ცნობილია,  ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლას ედავებოდნენ. პირველ ბრალდებაში, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, სენატის ყველა ,,დემოკრატმა“ ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნულ ბრალდებაში  ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა – ტრამპის სასარგებლოდ 52-მა სენატორმა მისცა […]

სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტი ნაწილებად დაიშალა – ვიდეო

სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტი ნაწილებად დაიშალა - ვიდეო

სტამბოლში ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი ბოინგი 737-800 დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა. ინციდენტი საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მგზავრები ამ დროისთვის ევაკუირებული არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.

პელოსიმ ტრამპის მოხსენების ტექსტი დახია

პელოსიმ ტრამპის მოხსენების ტექსტი დახია

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი საქმეა, ამერიკა პირველ რიგში დავაყენოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ხალხი არის ჩვენი ქვეყნის გული, მათი ოცნებები – ჩვენი ქვეყნის სულია, მათი სიყვარული კი ისაა, რაც აძლიერებს და აცოცხლებს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა ტრამპმა. სიტყვით გამოსვლის პირველ ნაწილში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე, […]