ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა – რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა - რა მოხდა გოკჩენის აეროპორტშისტამბოლში, „პეგასუს ეარლაინის“ თვითმფრინავის პილოტმა, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში დაშვებამდე გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

პრაიმ ტაიმი