აიოვაში დემოკრატიული პარტიის კოკუსი გაიმართა. ასე უწოდებენ პარტიის წევრთა სხდომას, რომლის დროსაც უნდა გამოიკვეთოს კანდიდატი, რომელიც ხსნებული პარტიიდან პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის. აიოვას კოკუსი ფრიად მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველ ადგილზე პიტ ბუტიჯიგი გავიდა, მეორეზე – ბარნი სანდერსი. მათ დემოკრატების ადრინდელ ფავორიტს ჯო ბაიდენს გადაასწრეს. ბუტიჯიგი (დაბ. 1982 წელს) აშშ-ს სამხედრო საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფოცერია (წოდება ლეიტენანტი). […]
კატეგორია: მსოფლიო
სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი – დაშავდა
სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა. „ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ. შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა, რის გამოც ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და […]
ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესში სენატმა თეთრის სახლის ლიდერი ორივე მუხლით გაამართლა. როგორც ცნობილია, ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლას ედავებოდნენ. პირველ ბრალდებაში, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, სენატის ყველა ,,დემოკრატმა“ ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნულ ბრალდებაში ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა – ტრამპის სასარგებლოდ 52-მა სენატორმა მისცა […]
სტამბოლის აეროპორტში იზმირი-სტამბოლის ბორტი ნაწილებად დაიშალა – ვიდეო
სტამბოლში ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი ბოინგი 737-800 დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა. ინციდენტი საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მგზავრები ამ დროისთვის ევაკუირებული არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.
პელოსიმ ტრამპის მოხსენების ტექსტი დახია
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი საქმეა, ამერიკა პირველ რიგში დავაყენოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ხალხი არის ჩვენი ქვეყნის გული, მათი ოცნებები – ჩვენი ქვეყნის სულია, მათი სიყვარული კი ისაა, რაც აძლიერებს და აცოცხლებს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა ტრამპმა. სიტყვით გამოსვლის პირველ ნაწილში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე, […]
ტორონტოს ბორტი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
რამდენიმე წუთის წინ ტორონტოს ბორტის ეკიპაჟმა მადრიდის აეროპორტში ავარიული დაჯდომა წარმატებით განახორციელა. ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა მადრიდის აეროპოტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა. დაჯდომამდე ბორტმა მადრიდის ცაზე წრეები შეასრულა საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად.
მადრიდის აეროპორტში ტორონტოს ბორტი საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება
მადრიდის ადოლფო სუარეს ბარახას აეროპორტში ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობაა. კანადური ბოინგ 767, რომლის ბორტზეც 128 მგზავრია, იძულებითი დაჯდომისთვის ემზადება. ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა აეროპორტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა. ამ წუთებში ბორტი მადრიდის ცაზე წრეებს აკეთებს საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად და საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება სენატში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სენატორებმა უარი თქვეს მოწმეების დაკითხვაზე. დემოკრატები სენატში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის დაბარებას ითხოვდნენ. კენჭისყრის დროს ამ მოთხოვნას მხარი მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა, სიუზან კოლინსმა და მიტ რომნიმ დაუჭირა, რაც სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის დასაძლევად საკმარისი არ იყო. აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა […]
ავსტრიის პრეზიდენტი შვეიცარიის პრეზიდენტს მეტროში შეხვდა
საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში, როდოსის კუნძულთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობისთვის მიწისძვრა საბერძნეთში, გუშინაც მოხდა. ეპიცენტრი კუნძული კარპატო იყო. ათენის უნივერსიტეტის გეოდინამიკურმა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა და საბერძნეთის დროით, 5:38 საათზე დაფიქსირდა.









