მადრიდის აეროპორტში ტორონტოს ბორტი საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება

მადრიდის აეროპორტში ტორონტოს ბორტი საგანგებო დაჯდომისთვის ემზადებამადრიდის ადოლფო სუარეს ბარახას აეროპორტში ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობაა.

კანადური ბოინგ 767, რომლის ბორტზეც 128 მგზავრია, იძულებითი დაჯდომისთვის ემზადება.

ტორონტოში მიმავალი ბორტი რამდენიმე ხნის წინ აფრინდა აეროპორტიდან, მაგრამ აფრენის დროს შასის პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა ამავე აეროპორტში საგანგებო დაჯდომა გადაწყვიტა.

ამ წუთებში ბორტი მადრიდის ცაზე წრეებს აკეთებს საწვავის მაქსიმალურად სრულად დასაწვავად და საგანგებო დაჯდომისთვის ემზადება.