კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში 2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მეორე მიწისძვრაა. რამდენიმე საათით ადრე მინისაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იპნ

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ „იუკოსის“ საქმეზე რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ განაჩენი „იუკოსთან“ დაკავშირებული სამი კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა, ესენია: „იუკოს უნივერსალი“, „ჰალი ენტერპრაიზი“ და „ვეტერან პეტროლიუმი“. სამივე კომპანიამ დაკარგა თანხა, როდესაც „იუკოსი“ გაკოტრდა. საერთაშორისო არბიტრაჟის ისტორიაში, ეს ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა. ამგვარად, გაუქმდა 2016 წელს საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, […]

კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრი ავრცელებს. ბიძგები ადგილობრივი დროით 17:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა, ხოლო ეპიცენტრი – 62 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სანაპიროს გასწვრივ მიმდებარე დასახლებებში ბიძგები 3 ბალით იგრძნობოდა. პირველი

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს

მედიის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ჩინეთში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ის დაუყოვნებლივ კარანტინში მოათავსეს. ვრცელდება ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ გადაასახლეს ერთი ჩინოსანი, რომელმაც ხელისუფლებას ჩინეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. ჩრდილოეთ კორეას არ დაუდასტურებია მის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიმ […]

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზაზე  სარაკეტო თავდახმა განხორციელდა. ინფორმაციას “ესოშიეთიდ პრესის’’ ავრცელებს. მათივე ცნობისთ, დაღუპულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა, რაც მედიის ცნობით, ეჭვს აჩენს, რომ განზრახ ამ დღეს დაამთხვიეს. ცნობისთვის, ირანის „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო […]

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა – რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

სტამბოლში, „პეგასუს ეარლაინის“ თვითმფრინავის პილოტმა, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში დაშვებამდე გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა. პრაიმ ტაიმი

”დავცურავთ ოკეანის გარშემო“ – საკრუიზო გემს პორტებში არ უშვებენ

საკრუიზო გემს MS Westerdam უკვე მე-11 დღეა სხვადასხვა პორტები მიღებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. ტაილანდი, გუამის, ფილიპინების და იაპონიის შემდეგ ბოლო ქვეყანაა, რომელმაც საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლაზე უარი განუცხადა. კრუიზში დამსვენებლებს ეუბნებიან, რომ მათ გადახდილ ფულს უკან დაუბრუნებენ და შემდეგ მოგზაურობას 100%-ით დაუფინანსებენ, თუმცა გემზე მყოფები აცხადებენ, რომ მათ ხმელეთზე გადასვლა […]

მღვდელმა საკუთარი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო – 70 წლის სასულიერო პირის ცხედარი შვილებმა აღმოაჩინეს

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა საკუთარი სახლის სარდაფში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. თოკზე ჩამოკიდებული ცხედარი სახლის სარდაფში გარდაცვლილის შვილებმა აღმოაჩინეს. სასულიერო პირი წლების განმავლობაში სოფელ აგია ტრიადაში მოღვაწეობდა და აქტიურად იყო ჩართული სოფლის ტაძრის აღდგენის საქმეში. 70 წლის მღვდელმსახურს ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ცხედარი ჯერ […]

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია

საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა. გემზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქის სამხრეთით კარანტინშია გაჩერებული, მთლიანობაში ვირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კრუიზზე დაახლოებით 3.700 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2.670 მგზავრია. ცნობისთვის, კიდევ ერთ გემზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ჰონგ-კონგში იყვნენ საკარანტინოდ გაჩერებული, კრუიზის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც 3600-პირის ანალიზებმა კორონავურუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. […]

ბრაიანტის პილოტს შვეულმფრენის გადარჩენა შეეძლო – რა შეცდომა დაუშვა არა ზობაიანმა

კობი ბრაიანტის სომეხ პილოტ არა ზობაიანს შვეულმფრენის გადარჩენა შეეძლო. ამის შესახებ სპეციალურმა კომისიამ განაცხადა. კობი ბრაიანტის შვეულმრენს პრობლემები ღრუბლებმა შეუქმნა, საიდანაც ზობაიანმა გამოსვლა ვერ შეძლო. ამის გასაკეთებლად 700 მეტრის სიმაღლეზე მან დაიწყო მკვეთრად ქვევით ჩასვლა, რის გამოც კლდეს შეეჯახა, რამაც შვეულმფრენის კატასტროფა გამოიწვია. სპეციალური კომისიის აზრით კი, არა ზობაიანაი პირიქით უნდა მოქცეულიყო – 30 მეტრით […]