კატეგორია: მსოფლიო

აშშ-მ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. ამასთან, განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან. „ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“,-აცხადებენ დეპარტამენტში. […]

აშშ-მ ბაღდადში ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლა

აშშ-მ ბაღდადში ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა. […]

აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელა

აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელა

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ჰესბოლას შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე ოთხი მეთაური. დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა. „ჰეზბოლას“ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა, სადაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წინასწარი თავდაცვით თავდასხმა განახორციელეს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონათან ჰოფმანმა. […]

ირანის ატომურ სადგურთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის ბუშეჰრის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დღეს დილით მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ირანის ატომური ელექტროსადგურიდან 53 კილომეტრში დაფიქსირდა, დღეს, ადგილობრივი დროით 5:23 სააათზე მოხდა. იპნ

თურქეთში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, დღეს დილით 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, ქვეყნის აღმოსავლეთში დაფიქსირდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ცნობით, ბიძგები შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

რაკეტამ ნეთანიაჰუს გამოსვლა ჩაუშალა – ისრაელის პრემიერი თავშესაფარში გადაიყვანეს – ვიდეო

რაკეტამ ნეთანიაჰუს გამოსვლა ჩაუშალა - ისრაელის პრემიერი თავშესაფარში გადაიყვანეს - ვიდეო

ღაზას სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაშალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ნეთანიაჰუ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ საშუალებით ღაზას სექტორიდან გაშვებული […]

ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა

ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა. „ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? – არა“,- განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ „ეხო მასკვის“ ეთერში. „თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, – დასძინა პრეზიდენტმა. იქამდე, […]

კანადაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კანადაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები პორტ ჰარდის დასავლეთით, 177 კილომეტრში დაფიქსირდა. ჯერჯერობით, ცნობები ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. ბიძგები იგრძნობოდა ვანკუვერშიც. შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

დეპუტატმა ერთი თვე პენსიით იცხოვრა და 8 კილო დაიკლო

დეპუტატმა ერთი თვე პენსიით იცხოვრა და 8 კილო დაიკლო

ლატვიელმა დეპუტატმა გატის ლიცისმა ექსპერიმენტი ჩაატარა – მოიძია ინფორმაცია, რამდენი აქვთ პენსია მის ქვეყანაში პენსიონრებს და გადაწყვიტა ეცადა, ერთი თვე ეცხოვრა მხოლოდ იმ თანხით – რამდენიც მის მოქალაქეებს პენსია აქვთ. როგორ მერე მოყვა – სრულფასოვანი კვება ვერ მოახერხა, ბოსტნეულის და ხილის ყიდვაც ვერ შეძლო. ერთ თვეში დეპუტატმა 8 კილო დაიკლო: “მაგრამ, მე ამ ფულით მხოლოდ […]

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ხაბაროვსკში ავიაგამანადგურებელმა, სუ-57-მა კატასტროფა განიცადა. ინციდენტი აეროდრომთან ძრავის ტესტის დროს მოხდა. გამანადგურებლის პილოტმა კატაპულტირება განახორციელა. არსებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი მფრინავის შეცდომა გახდა.