კატეგორია: მსოფლიო

პუერტო-რიკოს სანაპიროსთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუერტო-რიკოს სანაპიროსთან დღეს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ პონასედან 26 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ქალაქის მოსახლეობა 135 ათასს შეადგენს. სტიქიის ეპიცენტრის სიღრმემ 5 კილომეტრი შეადგინა. ამ დროისთვის სტიქიის შედეგად ნგრევის და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტამბულში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო. იპნ

ირანელი გენერალი ხაჯიზადე – „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე”

ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლის, ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. ამის შესახებ მან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საუბრისას განაცხადა. „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე, რომ ამ ტრაგედიის მოწმე არ ვყოფილიყავი. ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, ჩვენ მას შევასრულებთ“, – […]

ირანმა აღიარა, რომ უკრაინული ბოინგი ჩამოაგდო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე […]

უკრაინული ბოინგი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო – ახალი ვერსია

უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება […]

მაიკ პენსი – “ირანი თავის მოკავშირეებს სთხოვს, ამერიკის პოზიციებს თავს არ დაესხნენ”

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ირანი, თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, თავს არ დაესხას შეერთებული შტატების პოზიციებს. „ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დამაიმედებელ სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ირანი თავის მოკავშირე დაჯგუფებებს უგზავნის შეტყობინებას, არ იმოქმედონ ამერიკული სამიზნეების ან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება“,-განაცხადა პენსმა. მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი საომარი რიტორიკის შემდეგ, […]

ტრამპი – “ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება”

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა. „მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა […]

თეირანთან ჩამოვარდნილი ბორტის შავ ყუთს ირანი ბოინგს არ აძლევს

ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ნაპოვნი „შავი ყუთი“ ხომალდის მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს. ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში გააგზავნის ირანი „შავ ყუთს“ ექსპერტიზისთვის. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ავიაკატასტროფას იძიებს ის ქვეყანა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა მათი ცნობით, გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინამ, სადაც რეგისტრირებულია […]

ირანმა აშშ-ს ბაზებს ერაყში რაკეტები დაუშინა

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ქასემ […]

თეირანთან კიევის ბორტი ჩამოვარდა – 180 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა. Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო. ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, […]