აშშ-მ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-მ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. ამასთან, განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან.

„ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“,-აცხადებენ დეპარტამენტში.

სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა ირანში თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისგან და სურათების გადაღებისგან.

იპნ