ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“. „ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება ვერ შეძლო
რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხედრო წვრთნებში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ვერ შეძლო გაეშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინფორმაციას „როიტერსი“, „ვედომოსტი“ და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ. ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა კ-44 რიაზანმა, რომელიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდია, 17 ოქტომბერს ოხოტსკის ზღვიდან ორი რ-29რ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა, თუმცა მხოლოდ ერთი გაისროლა. სამხედრო […]
ირანში 5,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ირანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბანდარ აბასისგან 110 კილომეტრში 5,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახური ავრცელებს. ეპიცენტრში შოკების ინტენსივობის მიხედვით, სეისმური მოვლენა შეფასებულია, როგორც “ძალიან ძლიერი”. ევრო-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის თანახმად, მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ ირანში, არამედ დოჰაში (ყატარი), აბუ დაბიში და დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები). ჯერჯერობით, ცნობები […]
კასპიის ზღვაში 4.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
მედვედევი – ”ნატოს მიერ ჩვენს შემოგარენში ბაზების განთავსებას ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“
რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს. „არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი, ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება […]
რუსეთში კაშხალი ჩამოინგრა – 15 ადამიანი დაიღუპა, 2 სახლი დაიტბორა
რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია კიდევ 13 ადამიანის ბედი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაიტბორა 2 საერთო საცხოვრებელი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამუშაო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა და ავიაციის ჩათვლით.
ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში გადააგდო და სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა
ერდოღანმა დონალდ ტრამპის წერილი ნაგავში მოისროლა,- ამის შესახებ BBC-ის განუცხადა თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა. ანონიმურმა წყარომ BBC-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ერდოღანმა მიიღო ტრამპისგან წერილი, თურქეთმა სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი მისწერა, სადაც მოუწოდებდა თავის თურქ კოლეგას, ხელი აეღო სამხედრო ოპერაციაზე სირიაში, რადგან […]
გერმანიაში ქურთებმა და თურქებმა იჩხუბეს – 9 ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქ ლუდენშეიდში ოთხშაბათს საღამოს ქურთებმა აქცია გამართეს და სირიაში თურქების შეჭრა გააპროტესტეს, როდესაც მათსა და თურქ კონტრ-დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ხუთი დემონსტრანტი დააკავა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურთმა დემონსტრანტებმა გერმანიის […]
ფილიპინებში მიწისძვრა მოხდა – 3 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა ათობით ადამიანი. დაღუპულებს შორის 7 წლის გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობდა.
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია. ვიზიტის შესახებ განმარტებას აკეთებს თავად ზატულინიც. დეპუტატის თქმით, მთიან ყარაბაღში ის საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელსაც ამერიკელი სენატორებიც ესწრებოდნენ. იმედინიუსი








