გერმანიაში ქურთებმა და თურქებმა იჩხუბეს – 9 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ქურთებმა და თურქებმა იჩხუბეს - 9 ადამიანი დაშავდაგერმანიაში, თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ლუდენშეიდში ოთხშაბათს საღამოს ქურთებმა აქცია გამართეს და სირიაში თურქების შეჭრა გააპროტესტეს, როდესაც მათსა და თურქ კონტრ-დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

პოლიციამ ხუთი დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურთმა დემონსტრანტებმა გერმანიის ქალაქ ჰერნეში თურქების კუთვნილი ჯიხური და კაფე დაარბიეს, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.