ფილიპინებში მიწისძვრა მოხდა – 3 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში მიწისძვრა მოხდა - 3 ადამიანი დაიღუპაფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა ათობით ადამიანი. დაღუპულებს შორის 7 წლის გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოჰყვა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობდა.