თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას „უსარგებლოს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. „აქედან მინდა მივმართო აშშ-ს საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“,-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში. მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. […]
კატეგორია: მსოფლიო
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მასთან ჩანერგილმა ინფორმატორმა გასცა – ის 25 მილიონ დოლარს მიიღებს
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის და მის შესახებ სხვადასხვა ცნობების გადაცემისთვის ინფორმატორს აშშ 25 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ინფორმატორი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში დაჯგუფების ლიდერის გადაადგილებას და სხვადასხვა ადგილში მის თავშესაფარს უზრუნველყოფდა. ის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ნდობით აღჭურვილი პირი […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნულია, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“. მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ.
ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ბულგარეთმა რუს დიპლომატს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ქვეყანა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დიპლომატი სამინისტროში დაიბარეს. „ბულგარეთმა რუსეთის ინსტიტუტებს მოუწოდა, თავისი თანამშრომელი დღევანდელი დღის ბოლომდე გაეწვიათ. პიროვნებამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა“, – განაცხადეს ბულგარეთის საგარეო უწყებაში. პროკურატურის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბულგარეთის […]
მიწისძვრა ფილიპინებში – 2 ადამიანი დაიღუპა
2 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდას შეადგენდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, კოტაბადოში დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, დადასტურებულია ცნობები 15 წლის სკოლის მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე, გარდაცვლილია ქალაქ კორონადალში მცხოვრები 66 წლის მამაკაცი. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]
ტრამპი – ”ალ ბაღდადმა შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა”
გასულ ღამეს აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ბაღდადის ეძებდა წლების განმავლობაში. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი. აშშ-ს სპეცრაზმმა სახიფათო ოპერაცია ჩაატარა ღამით ჩრდილო აღმოსავლეთ […]
ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Fox News-ი ინფორმაციას პენტაგონისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერიი სირიის იდლიბის პროვინიციაში სპეცოპერაციისას მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს. ოპერაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „რაღაც ძალიან დიდი მოხდა.“ […]
“მაპატიე დედა, ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ” – ბრიტანეთი 39 გაყინული მიგრანტის შესახებ შემზარავ დანაშაულს იძიებს
“მაპატიე დედა, ჩემი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში არ გამოვიდა. ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ” – ეს სიტყვები 26 წლის ვიეტნამელმა გოგომ მშობლებს მისწერა. 2 საათის შემდეგ კი ბრიტანეთში 39 გაყინული მიგრანტით სავსე ტრაილერის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. სატვირთო ავტომობილმა, რომლის საყინულეში 8 ქალი და 31 კაცი იმალებოდა, დიდი ბრიტანეთის საზღვარი ბელგიის გავლით 23 ოქტომბერს გადაკვეთა. 70 წუთის შემდეგ სასექსის პოლიციამ ტრაილერში […]
რუსეთში ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა
რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 8 და დაჭრილია 2 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ნერვული პრობლემები ჰქონდა.
ესპანეთში ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან სასაფლაოზე გადაასვენეს
ესპანეთში, ყოფილი მმართველისა და დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან მისი ოჯახის წევრების სასაფლაოზე გადაასვენეს. ფრანკოს ნეშტის გადასვენების საკითხმა, ბოლო პერიოდში, ესპანეთში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან საზოგადოების ნაწილი მისი ნეშტის მავზოლეუმში დატოვების მომხრე იყო. შეგახსენებთ, რომ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობა ესპანეთში 1936 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე გაგრძელდა. მისი ნეშტი 1936-39 წლებში სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთა სასაფლაოსთან ახლოს, […]










