მედვედევი – ”ნატოს მიერ ჩვენს შემოგარენში ბაზების განთავსებას ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“

მედვედევი - ”ნატოს მიერ ჩვენს შემოგარენში ბაზების განთავსებას ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

„არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი, ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში დადებითი ემოციები. ჩვენ ამას ყოველთვის ვპასუხობდით და ყოველთვის ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“, -განაცხადა მედვედევმა ბელგრადში ვიზიტის დროს.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

იპნ