ბუდაპეშტში დუნაიზე კატარღები შეეჯახა ერთმანეთს. უნგრული პრესის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ორგემბანიანი, 45 ადგილიანი კატარღა “Hableany” (ქალთევზა), მასზე მყოფი 33 კორეელი ტურისტით და 2 უნგრელით, ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის პარლამენტის წინ იყო გაჩერებული, როდესაც მას მეორე ტურისტული კატარღა შეეჯახა. შეჯახების შედეგად “Hableany” გადაბრუნდა და მასზე მყოფები […]
კატეგორია: მსოფლიო
კრიზისი ვენესუელაში – რას ვერ თმობენ კრემლი და რუსი მაგნატები
ვენესუელაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ ცხრება-კრიზისი გრძელდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაა დედაქალაქის ქუჩებში, რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნის საქმეებში ჩარევამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. როგორც ცნობილია, რუსული სპეციალური ძალების 100 წარმომადგენელი კარაკასში სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა, მაგრამ მთლიანად რუსული აქტიურობა 2019 წლის დასაწყისში იღებს სათავეს. თანაც, რუსეთის სტრატეგია აღარავისთვისაა საიდუმლო და ის უკვე ათწლეულებია […]
ლიეტუვას ახალი პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გახდება
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა. პირველ ტურში, რომელიც 12 მაისს გაიმართა, შიმონიტეამ ამომრჩეველთა ხმების 31,13% მიიღო, ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიტანას ნაუსედამ – 30,94%. მან პირობა დადო, რომ მოქმედი პრეზიდენტის კურსს განაგრძობს. ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობს ქვეყნის […]
პერუში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – 15-ზე მეტი შენობა დაინგრა
პერუს ჩრდილოეთით დღეს 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 15-ზე მეტი შენობა დაინგრა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური „ტვიტერის“ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი. თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციიტ, მიწისძვრა ქვეყნის ყველა რეგიონში იგრძნობოდა. შენობების უმეტესობა დანგრეულია სან-მარტინისა და ლორეტოს რეგიონებში. ზოგიერთ ქალაქშს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ხელისუფლება […]
ტერეზა მეი თანამდებობიდან მიდის
ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს 7 ივნისს ტოვებს, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება. პარტიის ლიდერის არჩევის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. დაუნ სტრიტზე გამოსვლის დროს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, 2016 წლის რეფერენდუმის ჩასატარებლად, რომელზეც „ბრექსიტის“ მომხრეებმა გაიმარჯვეს. მისი თქმით, მას აქვს სინანული იმის გამო, […]
იერუსალიმთან დიდი ხანძარია – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დროებით დაიხურა თელ-ავივი იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების წარმოშობაში წვლილი შეიტანა ებრაულმა დღესასწაულმა ლაბ ბა-ომერმაც, რომლის დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ. სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. პირველი […]
მთვრალმა მღვდელმა მღვდელ-მონაზონი დაჭრა
წმიდა სერგის სამების ლავრაში მთვრალი მღვდელი დანით დაესხა თავს მონაზონს და დაჭრა იგი, იუწყება საინფორმაციო პორტალი ura.ru. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შემოწირულობების არათანაბარი განაწილება იყო. როგორც მამა სევასტიანმა (ნიკოლაი ზაპოლნოვს) შეიტყო, მისი შემოსავლები ბოლო პერიოდში მკვეთრად იმის გამო შემცირდა, რომ მრევლის შემოწირულობების ნაწილს მამა პოლიკარპი (ნიკოლაი სიდოროვი) ითვისებდა. ამიტომ მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მაგრად […]
“შემოგვიშვით!” – თურქეთის საზღვარს სირიელი ლტოლვილები მიადგნენ
თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ. ლტოლვილები იმედგაცრუბული არიან, ვინაიდან თურქეთმა მათ დაცვაზე უარი თქვა და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. ლტოლვილები იძულებულები არიან საზღვართან ახლოს დარჩნენ. თუმცა, ამავე დროს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა თურქეთის მხარეს გადავიდნენ და მეზობელ ქვეყანას შეაფარონ თავი. „თურქეთი ჩვენი ერთადერთი არჩევანია დღეს. ჩვენ ვეღარ დავაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის წინაშე“, […]
აშშ თურქეთს 2 კვირას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული სი-400-ის შეძენაზე
აშშ თურქეთს ორი კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს სი-400-ის შეძენაზე და შეიძინოს ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა პეტრიოტი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ივნისის პირველი კვირის დასრულებამდე თურქეთმა უნდა გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება და იყიდოს ამერიკული პეტრიოტი. წინააღმდეგ შემთვევაში, ანკარას ემუქრება პროგრამა ლოკჰიდ მარტინიდან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის – ფ-35-ის კონფისკაცია, ამერიკის მხრიდან […]
ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვა
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის უმაღლესი რადის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ამისთვის მან პარლამენტს 2 თვის ვადა მისცა და რამდენიმე გადაუდებელი კანონის მიღება მოსთხოვა. ზელენსკიმ მთავრობასაც გადადგომისკენ მოუწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის, ასევე ყოფილი მსახიობის, სიტყვების ციტირება მოახდინა: “მთავრობა ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს, მთავრობა თავადაა ჩვენი პრობლემა”.










