ვენეციის პორტში საკრუიზო გემი სასეირნო თბომავალს შეეჯახა – ვიდეო

ვენეციის პორტში საკრუიზო გემი სასეირნო თბომავალს შეეჯახა - ვიდეოსაკრუიზო ლაინერმა, ვენეციის პორტში შესვლისას, მართვა დაკარგა და ნავმისადგომსა და ტურისტულ თბომავალს შეეჯახა. ამის შესახებ ადგილოპბრივი მედია იუწყება.

საკრუიზო ხომალდი Opera, რომელიც კომპანია MSC-ის ეკუთვნის, სან ბაზილიოსკენ მიემართებოდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, საბუქსირე ბაგირი გაწყდა, რომლითაც საკრუიზო ხომალდები ქალაქის არხებში შეჰყავთ. გემმა სვლა ვერ შეაჩერა, რისი მიზეზიც ძლიერი დინება გახდა.

საკრუიზო გემი Opera 2679 მგზავრს იტევს.