იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა

იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრაიაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ივნისში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს არ გააფორმოს.

ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ იაპონურ „ასაჰიზე“ დაყრდნობით უწყება.

იაპონურმა გაზეთმა ხელისუფლებაში საკუთარი წყაროებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა და ტოკიომ ვერ გადალახეს წინააღმდეგობები უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ზოგიერთი ისტორიული მომენტის თაობაზე. მოლაპარაკებები ამ ურთულეს საკითხზე გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაგრძელდება.

იაპონელები შეშფოთებულები არიან აგრეთვე რუსეთის სამხედროების აქტიურობით სადავო კურილიის კუნძულებზე.

იპნ