ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დროებით დაიხურა თელ-ავივი იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების წარმოშობაში წვლილი შეიტანა ებრაულმა დღესასწაულმა ლაბ ბა-ომერმაც, რომლის დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ. სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. პირველი […]
კატეგორია: მსოფლიო
მთვრალმა მღვდელმა მღვდელ-მონაზონი დაჭრა
წმიდა სერგის სამების ლავრაში მთვრალი მღვდელი დანით დაესხა თავს მონაზონს და დაჭრა იგი, იუწყება საინფორმაციო პორტალი ura.ru. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შემოწირულობების არათანაბარი განაწილება იყო. როგორც მამა სევასტიანმა (ნიკოლაი ზაპოლნოვს) შეიტყო, მისი შემოსავლები ბოლო პერიოდში მკვეთრად იმის გამო შემცირდა, რომ მრევლის შემოწირულობების ნაწილს მამა პოლიკარპი (ნიკოლაი სიდოროვი) ითვისებდა. ამიტომ მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მაგრად […]
“შემოგვიშვით!” – თურქეთის საზღვარს სირიელი ლტოლვილები მიადგნენ
თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ. ლტოლვილები იმედგაცრუბული არიან, ვინაიდან თურქეთმა მათ დაცვაზე უარი თქვა და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. ლტოლვილები იძულებულები არიან საზღვართან ახლოს დარჩნენ. თუმცა, ამავე დროს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა თურქეთის მხარეს გადავიდნენ და მეზობელ ქვეყანას შეაფარონ თავი. „თურქეთი ჩვენი ერთადერთი არჩევანია დღეს. ჩვენ ვეღარ დავაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის წინაშე“, […]
აშშ თურქეთს 2 კვირას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული სი-400-ის შეძენაზე
აშშ თურქეთს ორი კვირის ვადას აძლევს, რომ უარი თქვას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს სი-400-ის შეძენაზე და შეიძინოს ამერიკული ანალოგი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა პეტრიოტი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. ივნისის პირველი კვირის დასრულებამდე თურქეთმა უნდა გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება და იყიდოს ამერიკული პეტრიოტი. წინააღმდეგ შემთვევაში, ანკარას ემუქრება პროგრამა ლოკჰიდ მარტინიდან გარიცხვა, შეპირებული 100 თვითმფრინავის – ფ-35-ის კონფისკაცია, ამერიკის მხრიდან […]
ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტი დაითხოვა
უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის უმაღლესი რადის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ამისთვის მან პარლამენტს 2 თვის ვადა მისცა და რამდენიმე გადაუდებელი კანონის მიღება მოსთხოვა. ზელენსკიმ მთავრობასაც გადადგომისკენ მოუწოდა და აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის, ასევე ყოფილი მსახიობის, სიტყვების ციტირება მოახდინა: “მთავრობა ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს, მთავრობა თავადაა ჩვენი პრობლემა”.
პირველად აზიაში – ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც კუნძული, რომელსაც ჩინეთი თავის პროვინციად თვლის, გახდა პირველი ადგილი აზიაში, სადაც გეი-კავშირი დაკანონებულია. კანონპროექტის მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა რაც მას ხელს მოაწერს ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი – 2016 წელს ამ პოსტზე არჩეული პირველი ქალი. „2019 წლის 17 […]
დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა
დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა
აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად ვაშინგტონში მგზავრებისა და ეკიპაჟის წინაშე არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელაინ ჩაომ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს. „აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, – […]
აშშ-ის ელჩის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს
საბერძნეთში შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა დიპლომატის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს. პოლიციამ 8 ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ყველა გაათავისუფლეს. ჯეფრი პაიატმა, რომელიც ელჩად 2016 წელს დაინიშნა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მომხდარი “ბავშვურ თავდასხმად” შეაფასა. მოგვიანებით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ბერძენმა ანარქისტებმა აიღეს და ინტერნეტში ვიდეოც გამოაქვეყნეს. […]
პაპუა ახალ გვინეაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მოსალოდნელია ცუნამი
პაპუა ახალ გვინეაში, სადაც დღეს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ამერიკის ეროვნული სამმართველო მოსალოდნელი ცუნამის შესახებ იუწყება. ცუნამის საშიშროება კუნძულ ახალი ბრიტანეთის რაიონშია მოსალოდნელი. მათი ინფორმაციით, ცუნამის ტალღები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსშია მოსალოდნელი. იპნ










