იერუსალიმთან დიდი ხანძარია – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და  მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

დროებით დაიხურა თელ-ავივი იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების წარმოშობაში წვლილი შეიტანა ებრაულმა დღესასწაულმა ლაბ ბა-ომერმაც, რომლის დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ.

სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი