კატეგორია: მსოფლიო

პირველად აზიაში – ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც კუნძული, რომელსაც ჩინეთი თავის პროვინციად თვლის, გახდა პირველი ადგილი აზიაში, სადაც გეი-კავშირი დაკანონებულია. კანონპროექტის მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა რაც მას ხელს მოაწერს ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი – 2016 წელს ამ პოსტზე არჩეული პირველი ქალი. „2019 წლის 17 […]

დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა

დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად ვაშინგტონში მგზავრებისა და ეკიპაჟის წინაშე არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელაინ ჩაომ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს. „აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, – […]

აშშ-ის ელჩის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს

საბერძნეთში შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა დიპლომატის სახლს ათენში შავი საღებავი და მანათობლები ესროლეს. პოლიციამ 8 ეჭვმიტანილი დააპატიმრა, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ყველა გაათავისუფლეს. ჯეფრი პაიატმა, რომელიც ელჩად 2016 წელს დაინიშნა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მომხდარი “ბავშვურ თავდასხმად” შეაფასა. მოგვიანებით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ბერძენმა ანარქისტებმა აიღეს და ინტერნეტში ვიდეოც გამოაქვეყნეს. […]

პაპუა ახალ გვინეაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მოსალოდნელია ცუნამი

პაპუა ახალ გვინეაში, სადაც დღეს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ამერიკის ეროვნული სამმართველო მოსალოდნელი ცუნამის შესახებ იუწყება. ცუნამის საშიშროება კუნძულ ახალი ბრიტანეთის რაიონშია მოსალოდნელი. მათი ინფორმაციით, ცუნამის ტალღები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსშია მოსალოდნელი. იპნ

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი ბაიერი პასუხისმგებლად ცნო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი შვილობილი კომპანიის მონსანტოს მიერ წარმოებულმა ჰერბიციდმა მეუღლეებში ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია. მსაჯულთა სასამართლომ კალიფორნიაში ბაიერს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის (1.78 მილიარდი ევრო) კომპენსაციის გადახდა დაავალა წყვილისთვის, რომელიც კონცერნის კუთვნილ კომპანიას შხამიანი ჰერბიციდის წარმოებაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარე შეეცადა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ […]

მერკელის თვითმფრინავს აეროპორტის მანქანა დაეჯახა

სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დორტმუნდში ჩაფრინდა, ინციდენტის შედეგად დაზიანდა. აეროპორტის სახმელეთო სამსახურის ავტომანქანა პარკირებულ თვითმფრინავს Global 5000-ს შეეჯახა. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება. შეჯახების მომენტში მერკელი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. მასში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იჯდა. ისინი არ დაშავებულან. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავტოტრანსპორტის თვითმფრინავთან შეჯახების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება. გამოცემის წყაროს ცნობით, ავტომანქანის […]

აშშ-მ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა

აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო გემები და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნა. ამის შესახებ განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუ სად განთავსდება საბრძოლო შეირაღება. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და […]

“ამდენი იარაღი არასდროს მინახავს” – ლოს ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1.000 ცალზე მეტი იარაღი იპოვა

ლოს ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სახლში იარაღის ნამდვილი არსენალი აღმოაჩინა. დაკავებულია 57 წლის დამიენ საენსი, რომელიც თავის სახლში 1.000 ცალზე მეტ იარაღს ინახავდა. სამართალდამცხვებმა სახლში უამრავი სამხედრო ტანსაცმელიც აღმოაჩინეს. საენსი სახლში მარტო ცხოვრობს. მას უკვე არაერთი ბრალდება წაუყენეს და 50.000 დოლარის ოდენობის გირაო დაუნიშნეს. “პოლიციაში 31 წლის მანძილზე მსახურების დროს ასეთი რაოდენობის იარაღი არასდროს მინახავს”, […]

მიანმარში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჯერჯერობით პოლიციას დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ამ დროისთვის დგინდება. მიკრობლოგ Twitter-ზე @ HaB138- ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აიპრესი