მერკელის თვითმფრინავს აეროპორტის მანქანა დაეჯახა

მერკელის თვითმფრინავს აეროპორტის მანქანა დაეჯახასამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დორტმუნდში ჩაფრინდა, ინციდენტის შედეგად დაზიანდა. აეროპორტის სახმელეთო სამსახურის ავტომანქანა პარკირებულ თვითმფრინავს Global 5000-ს შეეჯახა. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება.

შეჯახების მომენტში მერკელი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. მასში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იჯდა. ისინი არ დაშავებულან.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავტოტრანსპორტის თვითმფრინავთან შეჯახების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

გამოცემის წყაროს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი იმდენად აღფრთოვანებული იყო კანცლერის თვითმფრინავის ხილვით, რომ მუხრუჭის გამოყენება დაავიწყდა, რის გამოც შეჯახება მოხდა.

ანგელა მერკელი ბერლინში ვერტმფრენით დაბრუნდება.

იპნ