“ამდენი იარაღი არასდროს მინახავს” – ლოს ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1.000 ცალზე მეტი იარაღი იპოვა

"ამდენი იარაღი არასდროს მინახავს" - ლოს ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1.000 ცალზე მეტი იარაღი იპოვალოს ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სახლში იარაღის ნამდვილი არსენალი აღმოაჩინა.

დაკავებულია 57 წლის დამიენ საენსი, რომელიც თავის სახლში 1.000 ცალზე მეტ იარაღს ინახავდა.

სამართალდამცხვებმა სახლში უამრავი სამხედრო ტანსაცმელიც აღმოაჩინეს.

საენსი სახლში მარტო ცხოვრობს. მას უკვე არაერთი ბრალდება წაუყენეს და 50.000 დოლარის ოდენობის გირაო დაუნიშნეს.

“პოლიციაში 31 წლის მანძილზე მსახურების დროს ასეთი რაოდენობის იარაღი არასდროს მინახავს”, – განაცხადა ლოს ანჯელესის პოლიცისს ლეიტენენტმა კრის რამირესმა.

მისი თქმით, ასეთი არსენალი ასეთ სახლში და ასეთ სამეზობლოში ნამდვილად დიდ გაკვირვებას იწვევს.

ჰოლმბი ჰილზი, რომელშიც დამიენ საენსის სახლი დგას, ბევერლი ჰილზს ესაზღვრება, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ უბნად ითვლება

პოლიციის თქმით, საენსს ჰქონდა იარაღის ფლობის უფლება, მაგრამ ის იარაღს არალეგალურად ყიდდა.