ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმაამერიკის სასამართლომ გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი ბაიერი პასუხისმგებლად ცნო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი შვილობილი კომპანიის მონსანტოს მიერ წარმოებულმა ჰერბიციდმა მეუღლეებში ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია.

მსაჯულთა სასამართლომ კალიფორნიაში ბაიერს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის (1.78 მილიარდი ევრო) კომპენსაციის გადახდა დაავალა წყვილისთვის, რომელიც კონცერნის კუთვნილ კომპანიას შხამიანი ჰერბიციდის წარმოებაში ადანაშაულებს.

ბრალდების მხარე შეეცადა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ მონსანტო კვლევების მონაცემებით მანიპულირებას შეეცადა და სურდა პოტენციური საფრთხე დაეფარა. მედიასაშუალების ცნობით, ეს უკვე მესამე პროცესია, რომელიც ბაიერმა წააგო. თუმცა, კონცერნის ადვოკატები აპელაციის შეტანას გეგმავენ.

ამ დროისთვის ამერიკის სასამართლოებში მონსანტოს წინააღმდეგ 13.400 სარჩელია შეტანილი.