სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა

სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდასტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი განხორციელდა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით, ღამის 02:00 საათზე შეასრულა.

„მსოფლიო ავიაციის ისტორიაში სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლის უპრეცედენტო ოპერაცია გრძელდება. ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 45 საათის განმავლობაში გაგრძელდება და 6 აპრილს 23:59 საათზე დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

6 აპრილის 14:00 საათიდან ათათურქის ნაცვლად ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტის გახსნის ცერემონია გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.

ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აეროპორტი გახდება, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება.