ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად წყლის დონემ მოიმატა ქვეყნის სანაპიროზე. უკვე დაიტბორა რამდენიმე დასახლება. წყალდიდობამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზარალებულ დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფარში უკვე გადაყვანილია 1000-ზე მეტი ოჯახი. სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს წყლის დონე კიდევ 10 სანტიმეტრით მოიმატებს.
კატეგორია: მსოფლიო
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა – მას საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე დაესწრო
კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა, – ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. კერძოდ, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა მიტროპოლიტი ეპიფანე რიგრიგობით […]
მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს
ნიკოლას მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც მადურო ამბობს ვენესუელაში დიქტატურა არაა. სწორედ, ამიტომ 2020 წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების 2019 წელს ჩატარებაზე დამფუძნებელი კრება იმსჯელებს. 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, […]
აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში, კელბაჯარსკის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანის ნაციონალური სეისმოლოგიური აკადემიის ცნობით ბიძგის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა – წერს trend -ი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 11 კილომეტრის სიღრმეზე. მიმდინარე წელს აზერბაიჯანში მიწისძვრა მეორედ მოხდა. 20 იანვარს ბიძგის სიმძლავრემ აქსუნის რაიონში 3,1 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრის სიღრმე კი 17 კილომეტრი იყო.
ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა – ვიდეო
ვენესუელაში მრავალათასიანი დემონსტრაცია კიდევ ერთხელ იმართება, რათა მხარი დაუჭირონ თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ მოუწოდონ. გუიადოს მხარდამჭერს აქციაზე მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ მმართველად ცნეს, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომლის დროშაც კარაკასში აქციის დროს ეკრანზე გამოჩნდა. 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს […]
კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს
კაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 9.5 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Maritime bulletinვ ავრცელებს. პანამის დროშის ქვეშ გემი სამხრთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა. 31 იანვარს იურიდიული მიზეზების გამო გემი პრაიას პორტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც გემი პორტში შევიდა, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. საერთო ჯამში 9.570 კილოგრამი კოკაინია ამოღებული. […]
უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხეს
უკრაინაში პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ალექსანდრ ვილკულს სახეში ე.წ. ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია Facebook-ზე. ინციდენტი კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც კანდიდატი ამომრჩეველს უნდა შეხვედროდა. ვილკულმა თვალის რქოვანას დამწვრობა მიიღო. პოლიციამ მომხდარის გამო 33 წლის კაცი დააკავა, პოლიტიკოსმა კი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით რადიკალებს ასეთი თავდასხმების ორგანიზება დაუკვეთა.
იაპონიაში ბოინგ 787 კატასტროფას გადაურჩა
იაპონიის ავიახაზების მგზავრები კატასტროფას გადაურჩნენ. ტოკიოს ნარიტას აეროპორტში დაშვებისას ბოინგ 787-ის შასი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი ასაფრენ ბილიკს ასცდა. უმართავი თვითმფრინავის გაჩერება პილოტებმა რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხეს. ინცინდენტის დროს ლაინერის ბორტზე 201 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები ლაინერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს და მათ ტერმინალში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ავარიული დაშვებისას დაზიანდა ლაინერი და ასაფრენი ბილიკი, რის გამოც […]
რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს
რიგის მერი ნილ უშაკოვი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ფეისბუქში რიგის დუმის ყოფილმა დეპუტატმა რუსლან პანკრატოვმა დაწერა. მისი თქმით, უშაკოვი დააკავეს კორუფციი წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, კნაბ-ის, თანამშრომლებმა. მიმდინერეობს ჩხრეკა უშაკოვის კაბინეტში და მის საცხოვრებელ სახლში. პარტია ”სოგლასიეს” ლიდერმა იანის ურბანოვიჩმა სააგენტო ლეტა-ს უთხრა, რომ უშაკოვთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ბოლო ინფორმაციით, ნილ უშაკოვის […]
ვაშინგტონმა ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელის აქტივებზე წვდომა მისცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაადასტურა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს უფლებამოსილება ამერიკულ ბანკებში ვენესუელის სახსრების გაკონტროლების თაობაზე. შესაბამის განკარგულებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხელი დღეს მოეწერა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის შესახებ კანონის თანახმად, ამერიკულ ბანკებში ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილი თანხების განკარგვის უფლება იმ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს, რომლის ლეგიტიმაციასაც აშშ ცნობს. ხუან გუაიდომ […]









