დანიაში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების ავარია სარკინიგზო ხიდზე მოხდა. ხიდი ზელანდიისა და ფიუნის კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამგზავრო მატარებელი კოპენჰაგენისკენ მიემართებოდა. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: მსოფლიო
ფხენიანის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ბირთვული ტესტი მიწისძვრას 2019-შიც იწვევს
2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის მეექვსე ბირთვული ტესტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრას დღემდე იწვევს. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, პატარა მიწისძვრა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთით დაფიქსირდა, სწორედ 2017 წლის ბირთვული ტესტის შედეგია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ მიწის ქვეშ განთავსებული ბირთვული მოწყობილობა გატესტა და ის მანამდე ჩატარებულ ტესტებს შორის ყველაზე ძლიერი – 160 […]
მაგნიტოგორსკში ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა – 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სავარაუდოდ ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა. Znak.com-ის ცნობით, ეს 2 შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 3 პირი, ერთმა კი გაქცევა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ. საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქება 31 დეკემბრის დილას მოხდა. ბოლო ინფორმაციით, […]
მოსკოვში საახალწლო ღამეს საციგურაო მოედანზე ხიდი ჩაინგრა – ვიდეო
ტრაგედია რუსეთში – მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღეს გამთენიას ტრაგედია დატრიალდა, ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსეთის ლიდერი აფეთქების ადგილას საგანგებო სამსახურის ოპერატიულ შტაბს ესტუმრა. პუტინი დაზარალებულებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის დაკარგულად 40-მდე ადამიანი მიიჩნევა: მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გამთენიისას მოხდა. […]
პარიზი კვამლშია გახვეული – რა ხდება საფრანგეთში – ფოტოები
ეიფელი კვამლშია გახვეულია. პარიზში, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გამოწვეული აქციები, სულ უფრო და უფრო დიდ ძალას იკრებს, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. პროტესტანტები რადიკალურ ზომებს მიმართავენ, ისინი მანქანებს, ურნებს და ბოთლებს წვავენ. მომიტინგეთა ნაწილი ფრანგული ტელეკომპანიებისა და სხვა მედიასაშუალებების ოფისებთანაც შეიკრიბა. მათ მედიას აქციების გაშუქება მოსთხოვეს. mediamall.ge
პუტინმა ზურაბიშვილს და პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომელსაც პრეზიდენტმა ახალი წელი და შობა მიულოცა.სიაში მოხსენიებული არ არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. სულ პუტინის მილოცვა 50-მა ადრესატმა მიიღო, მათ შორის არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები და ბაშარ ასადი.
ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ სალა და 4 ტომარა კარტოფილი აჩუქა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი გაუგზავნა საჩუქრად. ბელარუსის მეთაურის პრესმდივანი ნატალია ეისმონტის ცნობით, პუტინმა თავად მოისურვა, რომ ლუკაშენკოს მისთვის საკუთარ ეზოში მოყვანილი კარტოფილი ეჩუქებინა. ტომრებში რამდენიმე ელიტური ჯიშის კარტოფილია, რომელთაგან თითოეული კონკრეტული კერძისთვის არის განკუთვნილი. დსთ-ის ქვეყნების სხვა ლიდერებს ნაკლებად გაუმართლათ – მათ ლუკაშენკომ მხოლოდ ნაძვის […]
გიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს – დაღუპულია 2 და დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი
მსხვერპლით დასრულდა აფეთქება ეგვიპტეში, დედაქალაქ კაიროსთან, გიზას პირამიდებთან ახლოს. BBC-ის ცნობით, აფეთქების სამიზნე ტურისტების ავტობუსი იყო. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალ 2 ვიეტნამელი ტურისტი, ხოლო ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი, რომელიც კედელზე იყო დამონტაჟებული, მაშინ ამოქმედდა, როცა ავტობუსი ტერიტორიას მიუახლოვდა. დაშავებულთა შორის ორი ადგილობრივია, რომლებიც სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლები იყვნენ. ნიუპოსტი
სიცილიაში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
სიცილიაში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა. ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ კატანიიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გზატკეცილზე А18 კატანია-მესინა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეტნას ვულკანის ახალი გაძლიერება დააფიქსირეს. სეისმოლოგებმა დაახლოებით 150 მიწისქვეშა ბიძგი […]










