ფხენიანის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ბირთვული ტესტი მიწისძვრას 2019-შიც იწვევს

ფხენიანის მიერ 2017 წლის სექტემბერში ჩატარებული ბირთვული ტესტი მიწისძვრას 2019-შიც იწვევს2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის მეექვსე ბირთვული ტესტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრას დღემდე იწვევს. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, პატარა მიწისძვრა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთით დაფიქსირდა, სწორედ 2017 წლის ბირთვული ტესტის შედეგია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

2017 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ მიწის ქვეშ განთავსებული ბირთვული მოწყობილობა გატესტა და ის მანამდე ჩატარებულ ტესტებს შორის ყველაზე ძლიერი – 160 კილოტონის ტოლფასი იყო. აფეთქებამ ადგილზე 6.3 მაგნიტუდის მიწისქვეშა რყევები გამოიწვია.

მეოტოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, დღეს დაფიქსირებული 2.8 მაგნიტუდის მიწისძვრის ლოკაცია, რომელიც 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, ბირთვული პოლიგონიდან შორიახლოს მდებარეობს.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დათბობის პარალელურად, მაისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ბირთვული პოლიგონი დახურა. ფხენიანმა ასევე გაანადგურა პოლიგონისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტები. პოლიგონის დახურვას ასევე ესწრებოდნენ უცხოური მედიის წარმომადგენლები.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია 12 ივნისს სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე გაიმართა.

ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

იმედინიუსი