გიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს – დაღუპულია 2 და დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი

გიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს - დაღუპულია 2 და დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანიმსხვერპლით დასრულდა აფეთქება ეგვიპტეში, დედაქალაქ კაიროსთან, გიზას პირამიდებთან ახლოს.

BBC-ის ცნობით, აფეთქების სამიზნე ტურისტების ავტობუსი იყო. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალ 2 ვიეტნამელი ტურისტი, ხოლო ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბომბი, რომელიც კედელზე იყო დამონტაჟებული, მაშინ ამოქმედდა, როცა ავტობუსი ტერიტორიას მიუახლოვდა.

დაშავებულთა შორის ორი ადგილობრივია, რომლებიც სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლები იყვნენ.

ნიუპოსტი