დანიაში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი შეეწირა

დანიაში სარკინიგზო ავარიას 6 ადამიანი შეეწირადანიაში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების ავარია სარკინიგზო ხიდზე მოხდა. ხიდი ზელანდიისა და ფიუნის კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამგზავრო მატარებელი კოპენჰაგენისკენ მიემართებოდა.

ინტერპრესნიუსი