ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდაინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს. აქამდე 384 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 540 ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება.

ინტერპრესნიუსი