ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდაინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველო ავრცელებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 420-ს შეადგენდა.

კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. დაზარალებულთათვის ინდონეზიის მთავრობამ 37 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა ეს თანხა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ინტერპრესნიუსი