ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდაძლიერი ცუნამის შემდეგ ინდოენეზიის სანაპირო ქალაქში პალუ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სამთავრობო წყაროები ავრცელებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ სულავესზე ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ითხოვს ხალხი შველას.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საათების განმავლობაში 5 ადამიანის დაიღუპა, თუმცა უცნობია გამოიწვია თუ არა ეს სტიქიამ.

მანამდე მიწისძვრამ ინდონეზიაში 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ქყვეყანას კი, 5 ტრილიონი რუპიას ($337 მილიონის) ზარალი მიადგა.

იმედინიუსი