თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა – რა მოხდა მიკრონეზიაში

თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა - რა მოხდა მიკრონეზიაშიკუნძულ მიკრონეზიაში პაპუა ახალი გვინეის ავიაკოპანია „ეარ ნიუჯინის“ კუთვნილი ბოინგი აეროპორტში დაჯდომის მცდელობისასა საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ოკეანეში ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

ლაინერის ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. 36 მგზავრი და ეკაჟის 11 წევრი აეროპორტთან ახლოს მცურავი ნავების მფლობელებმა გადაარჩინეს. ყველა მათგანი ავიაშემთხვევას ტრავმების გარეშე გადაურჩა, მაგრამ უსაფრთოების მიზნით ისინი ჰოსპიტალში მაინც გადაიყვანეს.

მომხდარის მიზეზს სპეციალისტები ადგენენ.

იმედინიუსი