კატეგორია: მსოფლიო

იუთუბის ოფისთან ქალმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

იუთუბის ოფისთან ქალმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ქალმა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ოფისთან ცეცხლი გახსნა, ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.სროლის გამო შენობა თანამშრომლებმა პანიკის ფონზე დატოვეს. ,,სროლა YouTube-ის რედაქციასთან დაიწყო. ვუყურებდით, როგორ გარბოდა ხალხი ოფისიდან “ – წერს კომპანიის თანამშრომელი ვადიმ ლავრუსიკი ,,ტვიტერზე“. შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. […]

ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლეს

ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლეს

ქალი, რომელიც დღეს Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია. შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე ადგილობრივი დროით დღის 12:46 საათზე შევიდა. დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცველებს გაწეული […]

დიანა ბერიძის სასამართლო – “უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე”

დიანა ბერიძის სასამართლო - "უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე"

– უფლება მიეცი, მომკვდარიყო, რადგან არ გინდოდა, ვინმეს გაეგო, რაც ქალს გაუკეთე, ამ წინადადებით მიმართა თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე პროკურორმა დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 39 წლის ექიმს. ქართველი ქალის სიკვდილი დღემდე იდუმალებით არის მოცული. ექიმი საკუთარ შეცდომას აღიარებს, თუმცა, არის თუ არა ეს ერთადერთი მიზეზი, უცნობია. – ექიმი მკვლელობის რეალურ მიზეზს არ ასახელებს. თუმცა, არსებობს […]

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის – ვიდეო

სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის - ვიდეო

სოჭში ლისაია გორას ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იწვის. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, „პანორამა სოჭს“ ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღეს

იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღეს

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველმა ქართული ფულადი გზავნილების კომპანია „ინტელ ექსპრესის“ ოფისი დააყაჩაღა. შემთხვევა 1 აპრილს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა. საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს, ოფისის თანამშრომლები კი, სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.

ლუკაშენკო – “თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით”

ლუკაშენკო - "თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით"

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა და მასთან ბელორუსული პროდუქციის რუსეთში შეტანის საკითხის განხილვა სურს. ამასთანავე ლუკაშენკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ სხვა ბაზრები ეძიონ. – თუ რუსეთს არ ესმის ჩვენი და არც სურს ესმოდეს, რას ვიზამთ, შევხვდებით პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ, განვიხილავთ დეტალურად და სრულად ყველა საკითხს. აუცილებელია გაირკვეს. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, […]

ერდოღანმა ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა

ერდოღანმა ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტერორისტს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირების შესახებ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოკუპანტივით იქცევა. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ. სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერი წერს, რომ მას, ვისაც კვიპროსის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და ქურთების […]

მიწისძვრა ირანში – დაშავდა 38 ადამიანი

მიწისძვრა ირანში - დაშავდა 38 ადამიანი

ირანის დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Yahoo News-ი იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანისა და ერაყის საზღვართან მდებარეობდა. გასული წლის 12 ნოემბერს ამ რეგიონში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. შედეგად 540 ადამიანი დაიღუპა. იმედინიუსი

მოსკოვში რუსი მილიარდერი ძმები მაგომედოვები დააკავეს

მოსკოვში რუსი მილიარდერი ძმები მაგომედოვები დააკავეს

მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, სასამართლომ 2.5 მილიარდი რუბლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მაგომედოვს უარი უთხრა. თავად ბრალდებული დანაშაულს “კატეგორიულად უარყოფს”. მოგვიანებით, მისი ძმა მაგომედ მაგომედოვიც დააკავეს, რომელიც ასევე არ აღიარებს ბრალს. ზიავუდინ მაგომედოვი საჰოლდინგო კომპანია “Сумма”-ს […]

სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს

სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს

სტივენ ჰოკინგი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. ამის შესახებ The Journal-ი წერს. ჰოკინგი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინის და სხვა ბრიტანელი მეცნიერების საფლავების გვერდით დაკრძალეს. ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა. ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, […]