იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღეს

იტალიაში ქართველებმა ქართული კომპანია დააყაჩაღესიტალიის ქალაქ ბარიში ქართველმა ქართული ფულადი გზავნილების კომპანია „ინტელ ექსპრესის“ ოფისი დააყაჩაღა. შემთხვევა 1 აპრილს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა.

დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა.

საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს, ოფისის თანამშრომლები კი, სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.