ქართველი ემიგრანტი ქალის, 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. ამჯერად ჩვენება იპოკრატიოს საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისცა: “მკვლელობაა, გაუკეთო ანესთეზია სასუნთქი აპარატების გარეშე. ექიმს რომ ჩვენთვის დახმარება ეთხოვა, ქალი გადარჩებოდა.” ანესთეზიოლოგმა აღწერა ყველა ის პროცედურა, რომელიც დეპარტამენტთან შეთანხმებით კეთდება და აღნიშნა, რომ ქალის სხეულში აღმოჩენილი დოზა, იმ ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო არ […]
კატეგორია: მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი – “უკრაინის სამართალდამცველებმა დამაყაჩაღეს”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. ZN.ua-ს ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა პოლიტიკოსის პირადი ნივთების დაბრუნება, რომლებიც ადვოკატის თქმით, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაქრა, კერძოდ, საუბარია დოკუმენტებზე, პორტატულ კომპიუტერზე, რამდენიმე მობილურ ტელეფონსა და სააკაშვილის სავიზიტო ბარათებზე. […]
სკოტლანდ-იარდი – სკრიპალები თავიანთ სახლში მოწამლეს
ლონდონის პოლიციის გამომძიებლების განცხადებით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი საკუთარ სახლში მოწამლეს. “დეტალური კრიმინალისტური და სამეცნიერო კვლევის შემდეგ გამომძიებლები მიიჩნევენ, რომს სკრიპალები თავიანთ სახლში მოწამლეს. მომწამლავი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მათ სახლის შესასვლელ კარებთან დააფიქსირეს” – ნათქვამის სკოლტლანდ-იარდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის […]
ТАСС: კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს
რუსეთის ქალაქ კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი შესაძლოა, განზრახ გააჩინეს, შენობის მეოთხე სართულზე, ბავშვთა გასართობ კომპლექსში. მის შესახებ სააგენტო „ტასსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს. „სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“ – განაცხადა წყარომ. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება. „ცეცხლი მშრალ აუზში გაჩნდა პარალონის კუბებით“ – აზუსტებს წყარო. მისივე თქმით, გამოძიება სხვა […]
“არ გაამხილოთ, კემეროვოში რამდენი ადამიანი დაიღუპა და ამერიკელები არ გავახაროთ” – ქალი კემეროვოს ტრაგედიაზე – ვიდეო
კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ არა მხოლოდ რუსეთი, მთელი მსოფლიო შეძრა. სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ. ტრაგედიის დროს კინოთეატრების კარები ჩაიკეტა, რის გამოც იქიდან გამოღწევა ვერავინ შეძლო. ისინი ჩაიწვნენ ან გაიგუდნენ, მაშინ როცა ტელეფონით მშობლებს, ახლობლებს ელაპარაკებოდნენ. დაღუპულების ახლობლები მაშველების არაოპერატიულობაზეც და შესაბამისი აღჭურვილობის არქონაზეც საუბრობენ. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა რეალურად. ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა […]
რუსი ვარსკვლავი დიმიტრი ნაზაროვი: “რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი, როცა სამართალი არაა, რა დაგიშლის, რომ ხალხი დაწვა”
პოპულარული რუსი მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი კემეროვოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. რუსმა ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლექსს კითხულობს „ქვეყანა რომელიც სირცხვილისგან იწვის, სადაც მხოლოდ ტყუილი ფასობს, რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი. ჩვენ ომის არ უნდა გვაშინოდეს, იქამდე ვერც ვიცოცხლებთ. აღლუმებს შორის კი თავად დავწვავთ ჩვენს ხალხს…. როდესაც კანონს სამართალი […]
კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია“ ავრცელებს. სი ძინპინის თქმით, პეკინი ხელს შეუწყობს ფხენიანთან თანამშრომლობის გაძლიერებას მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვისათვის. – ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობას შორის კონტაქტების გაძლიერებას და არსებული მეგობრული ტრადიციები მემკვიდრეობით […]
მერილენდის სკოლაზე თავდამსხმელმა ოსტინ როლინსმა თავი მოიკლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მერილენდის სკოლაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულმა თინეიჯერმა თავი მოიკლა. ამის შესახებ CNN-ი წერს. Mills High School-ში სროლის ხმა 20 მარტს გაისმა. ინციდენტის შედეგად ერთი სტუდენტი 16 წლის გოგო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. 17 წლის ოსტინ როლინსმა, რომელმაც სკოლაზე თავდასხმა მოაწყო, პოლიციის ცნობით, თავი იმავე დღეს მოიკლა. მანამდე კი მედიაში წერდნენ, რომ პოლიციამ ბრალდებულს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, თუმცა, მხოლოდ […]
მოსკოვის მიტინგზე პუტინის გადადგომას ითხოვენ
რუსეთის დედაქალაქში, პუშკინის მოედანზე მოსკოვის მთავრობასთან შეუთანხმებელი სტიქიური ანტისამთავრობო მიტინგი სოციალური ქსელების გამოყენებით შეიკრიბა, სადაც კემეროვოში მომხდარი ხანძრის მსხვერპლთ პატივს მიაგებენ. სოციალურ ქსელებში მიტინგი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიგეგმა, თუმცა ასობით ადამიანი დათქმულ დოზე ადრე შეიკრიბა. მოგვიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. რადიო „ეხო მოსკვის“ ცნობით, მოგვიანებით მიტინგის ადგილზე […]
მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი“) რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება. „კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში. პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს. განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.










