ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია“ ავრცელებს. სი ძინპინის თქმით, პეკინი ხელს შეუწყობს ფხენიანთან თანამშრომლობის გაძლიერებას მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვისათვის. – ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობას შორის კონტაქტების გაძლიერებას და არსებული მეგობრული ტრადიციები მემკვიდრეობით […]
კატეგორია: მსოფლიო
მერილენდის სკოლაზე თავდამსხმელმა ოსტინ როლინსმა თავი მოიკლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მერილენდის სკოლაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულმა თინეიჯერმა თავი მოიკლა. ამის შესახებ CNN-ი წერს. Mills High School-ში სროლის ხმა 20 მარტს გაისმა. ინციდენტის შედეგად ერთი სტუდენტი 16 წლის გოგო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. 17 წლის ოსტინ როლინსმა, რომელმაც სკოლაზე თავდასხმა მოაწყო, პოლიციის ცნობით, თავი იმავე დღეს მოიკლა. მანამდე კი მედიაში წერდნენ, რომ პოლიციამ ბრალდებულს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, თუმცა, მხოლოდ […]
მოსკოვის მიტინგზე პუტინის გადადგომას ითხოვენ
რუსეთის დედაქალაქში, პუშკინის მოედანზე მოსკოვის მთავრობასთან შეუთანხმებელი სტიქიური ანტისამთავრობო მიტინგი სოციალური ქსელების გამოყენებით შეიკრიბა, სადაც კემეროვოში მომხდარი ხანძრის მსხვერპლთ პატივს მიაგებენ. სოციალურ ქსელებში მიტინგი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიგეგმა, თუმცა ასობით ადამიანი დათქმულ დოზე ადრე შეიკრიბა. მოგვიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. რადიო „ეხო მოსკვის“ ცნობით, მოგვიანებით მიტინგის ადგილზე […]
მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი“) რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება. „კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში. პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს. განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.
ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 7 თანამშრომელს აძევებს
დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, NATO ბრიუსელიდან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც. სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. […]
საფრანგეთში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ქალი დაწვეს
საფრანგეთში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ებრაელი ქალი, 85 წლის მარეილ ნოლი დაწვეს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. პოლიციამ ქალის დამწვარი ცხედარი პარიზში, საკუთარ სახლში იპოვა. პარიზის პროკურატურა მომხდარს რელიგიურ მოტივს უკავშირებს. ნოლი მართლმადიდებელი ებრაელი იყო. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავა: ქალის 29 წლის მეზობელი და 22 წლის უსახლკარო კაცი. ანტისემიტური მოტივით საფრანგეთში 2015 წელსაც მოხდა დანაშაული. მაშინ […]
ტატიანა დარსალია – მასწავლებელი, რომელიც კემეროვოში ხანძრის დროს ბავშვების გადარჩენისას დაიღუპა
ტატიანა დარსალია, კემეროვის მე-17 სკოლაში ინგლისურის მასწვლებელი დ აღმზრდელობით სფეროში დირექტორის მოადგილე იყო. ის , ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა, მაშინ როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა.როგორც რუსული მედია წერს, 25 მარტს, 37 წლის ტატიანა და მისი 14 წლის ქალიშვილი იმ სავაჭრო-გასართობ ცენტრში მყოფებოდნენ, რომელიც დაიწვა. ერთ-ერთი თვითმხილვევის თქმიუთ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ მოახერხა მისი შვილი […]
კემეროვოში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ დაღუპულების ოჯახებისთვის შექმნილ სტაბში განაცხადეს. ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს. გამოცემისთვის გადაცემულ სიაში 64 დაღუპულის გვარია, ამათგან 41 კი არასრულწლოვანია. კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება […]
აქცია კემეროვოში – ხალხმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ტულეევის გადადგომას ითხოვს
კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები რეგიონის ხელისუფლებისგან სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ. აქციის დაწყებისას პოლიციამ ცენტრალური მოედანი გადაკეტა, თუმცა ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საოლქო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა. აქციის მონაწილეები კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვენ. 25 […]
რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ
საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები უკვე ოცმა ქვეყანამ გააძევა. ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა დ მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-მა 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, კანადამ გადაწყვეტილება 7 რუს დიპლომატთან დაკავშირებით მიღო. მათ შორის ოთხი დიპლომატი ოტავაში რუსეთის საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში მუშაობს, ხოლო სამი დიპლომატის მიღებაზე კანადამ უარი თქვა, რომელთა დამატებას რუსეთი თავის საელჩოში […]










