მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო

მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნომოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი“) რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.

პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.

განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.