მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წელი და 10 თვე მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წელი და 10 თვე მიუსაჯამოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. კანონიერი ქურდი სასამართლომ რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.

შაქრო კალაშოვი 2016 წელს დააკავეს. მისი საქმის ფარგლებში მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მათ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო მიიღეს.

2017 წლის დეკემბერში რამდენიმე „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ შაქრო კალაშოვიც მოხვდა.

შაქრო კალაშოვი 2008 წლის ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოში მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.