იულია სკრიპალის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა

იულია სკრიპალის ჯანმრთელობა გაუმჯობესდადიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

მედიკოსების ცნობით, იულია სკრიპალის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის. 27 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ შესაძლოა სკრიპალები ვერასდროს გამოჯანრთელდნენ.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

იმედინიუსი