კატეგორია: მსოფლიო

ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 7 თანამშრომელს აძევებს

ნატო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 7 თანამშრომელს აძევებს

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, NATO ბრიუსელიდან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც. სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. […]

საფრანგეთში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ქალი დაწვეს

საფრანგეთში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ქალი დაწვეს

საფრანგეთში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ებრაელი ქალი, 85 წლის მარეილ ნოლი დაწვეს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. პოლიციამ ქალის დამწვარი ცხედარი პარიზში, საკუთარ სახლში იპოვა. პარიზის პროკურატურა მომხდარს რელიგიურ მოტივს უკავშირებს. ნოლი მართლმადიდებელი ებრაელი იყო. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავა: ქალის 29 წლის მეზობელი და 22 წლის უსახლკარო კაცი. ანტისემიტური მოტივით საფრანგეთში 2015 წელსაც მოხდა დანაშაული. მაშინ […]

ტატიანა დარსალია – მასწავლებელი, რომელიც კემეროვოში ხანძრის დროს ბავშვების გადარჩენისას დაიღუპა

ტატიანა დარსალია - მასწავლებელი, რომელიც კემეროვოში ხანძრის დროს ბავშვების გადარჩენისას დაიღუპა

ტატიანა დარსალია, კემეროვის მე-17 სკოლაში ინგლისურის მასწვლებელი დ აღმზრდელობით სფეროში დირექტორის მოადგილე იყო. ის , ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა, მაშინ როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა.როგორც რუსული მედია წერს, 25 მარტს, 37 წლის ტატიანა და მისი 14 წლის ქალიშვილი იმ სავაჭრო-გასართობ ცენტრში მყოფებოდნენ, რომელიც დაიწვა. ერთ-ერთი თვითმხილვევის თქმიუთ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ მოახერხა მისი შვილი […]

კემეროვოში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა

კემეროვოში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 41 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ დაღუპულების ოჯახებისთვის შექმნილ სტაბში განაცხადეს. ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს. გამოცემისთვის გადაცემულ სიაში 64 დაღუპულის გვარია, ამათგან 41 კი არასრულწლოვანია. კემეროვოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება […]

აქცია კემეროვოში – ხალხმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ტულეევის გადადგომას ითხოვს

აქცია კემეროვოში - ხალხმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ტულეევის გადადგომას ითხოვს

კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები რეგიონის ხელისუფლებისგან სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ. აქციის დაწყებისას პოლიციამ ცენტრალური მოედანი გადაკეტა, თუმცა ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საოლქო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა. აქციის მონაწილეები კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვენ. 25 […]

რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები უკვე ოცმა ქვეყანამ გააძევა. ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა დ მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-მა 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, კანადამ გადაწყვეტილება 7 რუს დიპლომატთან დაკავშირებით მიღო. მათ შორის ოთხი დიპლომატი ოტავაში რუსეთის საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში მუშაობს, ხოლო სამი დიპლომატის მიღებაზე კანადამ უარი თქვა, რომელთა დამატებას რუსეთი თავის საელჩოში […]

ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს

ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს

სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში […]

ევროპის წამყვანი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ

ევროპის წამყვანი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. ბერლინი კი 4 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს. – დღეს მივიღეთ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვინაიდან სოლსბერიში მომხდართან დაკავშირებით რუსეთი ჯერ კიდევ არ გვაწვდის ახსნა-განმარტებას. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, – […]

უკრაინაში კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

უკრაინაში კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. „კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი იქნება განხილული“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მედიის […]

რუსეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

რუსეთში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო- გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება.ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის იმ დაწესებულების დამქირავებელიც, სადაც წინასწარი მონაცემებით ცეცხლის პირველი წყარო იყო. ჯერჯერობით ხანძრის მიზეზი არ დადგენილა, საუბარია მოუწესრიგებელ ელექტროგაყვანილობაზე, […]