რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენ

რუს დიპლომატებს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან გააძევებენსაკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები უკვე ოცმა ქვეყანამ გააძევა. ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა დ მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-მა 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, კანადამ გადაწყვეტილება 7 რუს დიპლომატთან დაკავშირებით მიღო. მათ შორის ოთხი დიპლომატი ოტავაში რუსეთის საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში მუშაობს, ხოლო სამი დიპლომატის მიღებაზე კანადამ უარი თქვა, რომელთა დამატებას რუსეთი თავის საელჩოში აპირებდა.
უკრაინამ 13 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, გერმანია, საფრანგეთმა და პოლონეთმა – თითომ 4-4 რუსი დიპლომატის საკითხი გადაწყვიტა, ჩეხეთმა და ლიტვამ – 3-3, ორ-ორ რუს დიპლომატს გააძევებენ ნიდერლანდები, დანია, იტალია და ალბანეთი.
შვედეთი, ხორვატია, რუმინეთი, ფინეთი, ესტონეთი თითო რუს დიპლომატს გააძევებს. ლატვიამ გადაწყვიტა ერთი რუსი დიპლომატი გააძევოს და რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.
გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთმაც, რომელიც რუსეთის ორ დიპლომატს გააძევებს. ნორვეგია კი – ერთს.

დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი უკვე გააძევა ქვეყნიდან. მოსალოდნელია, რომ ქვეყანათა ჩამონათვალი კვლავ გაიზრდება.

ინტერპრესნიუსი