ევროპის წამყვანი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ

ევროპის წამყვანი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა.
აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
ბერლინი კი 4 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს.
– დღეს მივიღეთ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვინაიდან სოლსბერიში მომხდართან დაკავშირებით რუსეთი ჯერ კიდევ არ გვაწვდის ახსნა-განმარტებას. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით უკრაინამ 13, ჩეხეთმა 3, ლიტვამ 3, ლატვიამ 1, საფრანგეთმა კი 4 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ინტერპრესნიუსი