კიმ ჩენ ინი დასავლეთში ბრაზილიის მოქალაქის ყალბი პასპორტით მოგზაურობდა

კიმ ჩენ ინი დასავლეთში ბრაზილიის მოქალაქის ყალბი პასპორტით მოგზაურობდაჩრდილოეთ კორეის ლიდერზე მედიაში მორიგი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება.როგორც აღმოჩნდა, კიმ ჩენ ინი სულაც არ არის თავის ქვეყანაში ჩაკეტილი და თავისუფალდ მოგზაურობდა დასავლეთის ქვეყნებში.

ამაზე მოწმობს “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიმ ჩენ ინი დასავლეთ ქვეყნებში სამოგზაუროდ, თაღლითური გზით შეძენილ ბრაზილიის მოქალაქის პასპორტს იყენებდა.

რამდენიმე დასავლური ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს აცნობა, რომ იგივე სქემით ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი, კიმ ჩენ ინის მამაც მოქმედებდა.

ბრაზილიური პასპორტების ფოტოასლები ინტერნეტში პირველად გავრცელდა.

ნიუპოსტი